
სოფელ ბუკნართან მომხდარი ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - გარდაცვლილია ცოლ-ქმარი
სოფელ ბუკნარში ავტოსაგზაო შემთხვევისას ცოლ-ქმარი გარდაიცვა, ორი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი