ავერსის კლინიკა მარნეულში მრავალპროფილურ 100 საწოლიან სამედიცინო ცენტრს ხსნის
11 მაისს 13:00სთ–ზე ავერსის კლინიკა მარნეულში მრავალპროფილურ 100 საწოლიან სამედიცინო ცენტრს ხსნის.
ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალი 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში. დღემდე ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალში 63 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება და 6000-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა.
მოსახლეობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურების სფერო გაფართოვდა და 11 მაისს იხსნება მრავალპროფილური 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრი, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული.
ცენტრში ფუნქციონირებს:
· ER - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი;
· რეანიმაცია;
· მოზრდილთა სტაციონარი;
· ბავშვთა სტაციონარი;
· სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
· კეთილმოწყობილი პალატები 100 საწოლზე;
· ქირურგიული დეპარტამენტი: 3 საოპერაციო დარბაზით;
· ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი.
ავერსის კლინიკის მარნეულის მრავალპროფილური 100 საწოლიანი კლინიკის გახსნას დაესწრებიან:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს წარმომადგენლები
ქვემო ქართლის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რწმუნებულები.
ავერსის დამფუძნებელი – პაატა კურტანიძე
ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი – დიმიტრი ჯორბენაძე
ჟურნალისტებს გთხოვთ მობრძანდეთ 11 მაისს 13:00 სთ–ზე შემდეგ მისამართზე – ქ. მარნეული 26 მაისის ქუჩა. საკონტაქტო პირი - ლალი ბრეგვაძე. ტელ: 5 77 76 03 86
კომენტარი