
დაპირისპირება ჭავჭავაძეზე - პოლიციამ აქციის მონაწილე სტუდენტები დააკავა
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
მსვლელობას მართავენ სამართალდამცავსა და ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლა
მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე სტუდენტი.
აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც სამართალდამცავებმა სტუდენტებს ფოტოების გადაღება დაუწყო.
კომენტარი