
ხანძარი ძამას ხეობაში - დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი
ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, დამწვარია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გავრცელების ფართობი.
კომენტარი