
კახა კალაძე - „გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებათან დაკავშირებით“
„გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებათან დაკავშირებით“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე
„დილიდან ცნობილია და ცესკოს დღის წესრიგში აქვს, რომ საღამოს იქნება არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე. შესაბამისად გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები თარიღის დასახელებათან” - აცხადებს კახა კალაძე.
კომენტარი