
პრაღაში სექსუალურ უმცირესობათა "სიამაყის აღლუმი" ჩატარდა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში პირველად ჩატარდა სექსუალურ უმცირესობათა „სიამაყის აღლუმი“. ცნობების თანახმად, აქციაში მონაწილეობდა 3000-მდე ადამიანი. პრაღის ცენტრშივე გაიმართა „სიამაყის აღლუმის“ მოწინააღმდეგეთა რამდენიმე აქცია. რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა. პრაღა ამ დღეებში მასპინძლობს სექსუალურ უმცირესობათა კულტურის ფესტივალს, რომელიც იმართება პრაღის მერის, ბოჰუსლავ სვობოდას ეგიდით.
კომენტარი