
ჩინეთში ინტერნეტ-დამოკიდებულთა ბანაკში მოზარდი დაიღუპა
ინტერნეტ-დამოკიდებულთათვის განკუთვნილ ბანაკაში მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა ჩენეთში მოხდა. ბავშვი დაბინავებიდან ორ დღეში დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაღუპული ბავშვის მშობლებმა განაცხადეს, რომ მის ინტერნეტ-დამოკიდებულებას ოჯახი ვეღარ აკონტროლებდა და ამიტომ ის სპეციალურ ბანაკში გაუშვეს. პოლიციამ უკვე დააკავა გამოსასწორებელი ცენტრის დირექტორი და ოთხი მასწავლებელი, დაწესებულება კი გამოძიების დასრულდებამდე დახურულია
ჩინეთში "ინტერნეტ-დაავადებას" სხვადასხვა მეთოდებით კურნავენ. ყველაზე გავრცელებულია ფიზიკური დატვირთვა, რითაც არიან დაკავებულნი 18 წლამდე მოზარდები გამოსასწორებელ ბანაკებში.
კომენტარი