
ირინა შეიკი და კანიე უესტი ერთად ისვენებენ (ფოტო)
35 წლის რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი 44 წლის რეპერ კანიე უესტთან ერთად ისვენებს. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, წყვილი რეპერის დაბადების დღეს საფრანგეთში აღნიშნავს.
პაპარაცებმა ირინა და კანიე სასტუმროში Villa La Coste-ში დააფიქსირეს.
ირინა შეიკისა და კანიე უესტის ერთად ყოფნის შესახებ ჭორები მიმდინარე წლის თებერვალში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც რეპერი მეუღლეს, კიმ კარდაშიანს გაშორდა.
წყვილი ერთმანეთს 2010 წლიდან, Power-ის ვიდეო კლიპის გადაღებებიდან მოყოლებული იცნობს.
ირინა შეიკს მსახიობ ბრედლი კუპერისგან 4 შვილი ჰყავს. ხოლო, კანიეს და კიმს ოთხი შვილი ჰყავთ.
კომენტარი