
მწეველი ქალის ლიბიდო
ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მწეველ ქალებს, მათთან შედარებით, ვინც არ ეწევა, უფრო მოჭარბებული ლიბიდო აქვთ. ტეხასელი ნარკოლოგების გამოკითხვაში მონაწილეობდა 20-დან 37 წლამდე ასაკის 19 ათასი ქალი. ქალბატონების ნახევარს ჰქონდა მოწევის სტაჟი 3-დან 10 წლამდე, ქალების მეორე ნახევარს კი არასოდეს მოუწევია. გამოკითხვის შედეგებმა უჩვენა, რომ მწეველ ქალებს უფრო აქტიური სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ - ისინი უფრო ხშირად იყვნენ დაკავებულნი სექსით.
მეცნიერთა დასკვნით, ნიკოტინი აძლიერებს ჰორმონ ტესტოსტერონის გამომუშავებას ქალის ორგანიზმში. ეს ჰორმონი კი აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას.
კომენტარი