სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოროტმოქმედებმა მკვლელობისა და ძარცვის შემდეგ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინეს - ვინ არის თემქაზე მოკლული ქალი

თბილისში, თემქაზე, მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში მოკლული 62 წლის ქალი რიმა მირზოევაა. მეზობლების ინფორმაციით, მოკლულს თავის არეში სამი მძიმე დაზიანება აღენიშნება.

გარდაცვლილის მეუღლე უძრავი ქონების აგენტია, ვაჟი კი გერმანიაში ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, სახლიდან ნივთებია წაღებული. ბოროტმოქმედებმა მკვლელობისა და ძარცვის შემდეგ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინეს.

შინაგან სამქეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით შუახნის ქალი სავარაუდოდ მოკლეს და შემდეგ სახლში ცეცხლი გააჩინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100