ქეთევან ვაზაგაშვილი სამინისტროს „უცხოეთში სტაჟირების“ პროგრამის მონაწილე
„ყოველთვის მინდოდა ესპანეთში მოგზაურობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უცხოეთში სტაჟირების“ პროგრამამ მომცა საშუალება წავსულიყავი ქალაქ ვალენსიაში“- ქეთევან ვაზაგაშვილი სამინისტროს „უცხოეთში სტაჟირების“ პროგრამის მონაწილე, პირველად ენის კურსი გავიარე, შემდეგ სტაჟირებას გავდიოდი კომპანია “რესიმარტში”, ეს კომპანია მსოფლიო ბაზარზე ცნობილია სამშენებლო მანქანა-დანადგარების წარმოებით.
მე ამ კომპანიაში ვიყავი ექსპორტის განყოფილების უფროსის ასისტენტი. მევალებოდა კლიენტებისათვის კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა ინგლისურ და რუსულ ენებზე, აგრეთვე ჩართული ვიყავი კომპანიის მარკეტინგულ საკითხებში, ვებ გვერდისა და ჟურნალის დიზაინის შერჩევაში.
მინდა ვისურვო, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა წავიდეს და თავად გამოსცადოს იგივე. ეს საუკეთესო საშუალებაა პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
მადლობა აჭარის მთავრობას, რომ მომცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა ამ პროგრამაში.
სამინისტრო აჭარის რეგიონიდან „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრ ქვეყნებში აგზავნის ახალგაზრდებს პროფესიული სტაჟირების გასავლელად. ქეთევან ვაზაგაშვილი პროგამის ერთ-ერთი წარმატებული სტაჟიორია.
კომენტარი