
“აჭარაბეთი“ სპორტფოტო 2020-ის პარტნიორია
დღეს, 26 მაისს სპორტული მოვლენების ამსახველი რიგით მეშვიდე გამოფენა - „სპორტფოტო 2020"- იმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 2020 წლის იმ
სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც
მონაწილეობა ქართველმა
სპორტსმენებმა მიიღეს.
გამოფენაზე წარმოდგენილია 2020 წლის
100 საინტერესო კადრი.
გარდა ამისა, გამოიცა „სპორტფოტო
2020“-ის რიგით მეშვიდე კატალოგი, რომელშიც „დინამო არენაზე“
გამოფენილი ფოტოების
გარდა, კიდევ
რამდენიმე ათეული
საინტერესო კადრი არის შესული.
„აჭარაბეთი, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია,
სპორტფოტო 2020-ის პარტნიორი გახდა. „სპორტფოტო“ - ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს,
სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია “-განაცხადა აჭარაბეთის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტოს ხელმძღვანელმა - ნინი გუჯაბიძემ.
კომენტარი