სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური ჯანყი - ქვეყნის დიდ ქალაქებში ტარიფების გაზრდას აპროტესტებენ

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით ერთდროულად რამდენიმე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ტარიფების გაძვირების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ელექტროენერგიას ჩვეულებრივ მომხმარებლებთან შედარებით სამჯერ უფრო იაფად ყიდულობს და ამით ბიტკოინებს გამოიმუშავებს, შედეგად კი, მისივე თქმით, ტარიფი მომხმარებლებს უძვირდებათ.

"ორი მოთხოვნა გვაქვს, პირველი - ტარიფების შემცირება აუცილებლად არის გადასახედი და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არა დაკლება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რა ტარიფიც აქამდე იყო.

მეორე- სემეკმა გაასაჯაროვოს ხელშეკრულება, ჩვენ რომ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, შუაში უჩა მამაცაშვილი რომ ჩაჯდა და ამ დრომდე არ ვიცით, რამდენი მიაქვს, ეს ხელშეკრულება გვაჩვენოს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რამდენი მილიონი მიაქვს ბიძინა ივანიშვილს", - ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის თქმით, ისინი აპირებენ, რომ სემეკში წერილი ჩააბარონ და საკითხთან დაკავშირებით სხდომა ჩაინიშნოს.

2021 წლიდან თელასის და ენერგო-პრო ჯორჯიას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა. მომხმარებლებს ტარიფებს შორის სხვაობა დაუსუბსიდირდათ და 2021 წლის განმავლობაში გაზრდილი ტარიფი არ გადაუხდიათ.

2022 წლის 1-იანვრიდან კი სუბსიდირების პროგრამა დასრულდა. შესაბამისად, მოქალაქეებს უკვე 3.5 თეთრით გაზრდილი ტარიფის გადახდა უწევთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100