კახეთში ავარიისას დაშავებული 2 სამხედროს მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
კახეთში ავარიისას დაშავებული 2 სამხედროს მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. მათთან ერთად, კიდევ 6 ჯარისკაცს დღეს უკვე თბილისის კლინიკებში მკურნალობენ. სამხედრო მოსამსახურეები გუშინ სოფელ ბოდბესთან დაშავდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი, რომელსაც როტაციის ფარგლებში ჯარისკაცები გადაყავდა, გზაზე გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი სამხედრო გარდაიცვალა.
როგორც მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრის ექიმი კონსტანტინე მუმლაძე აცხადებს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
„სამხედროების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,“ - აცხადებს ექიმი კონსტანტინე მუმლაძე.
ვიდეო http://rustavi2.com/ka/news/59603
კომენტარი