„Bugatti Galibie“ ფიბრიდულ მოდელად გადაიქცევა
გასულ კვირას, „Bugatti“–იმ უკანასკნელი კუპე „Veyron“ გაყიდა. დღეისათვის კი უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი სედანი „Galibier“ ჰიბრიდული ძრავით აღიჭურვება და ავტობაზარზე მომავალი წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ახალი მოდელი უბრალო რვალიტრიანი W16–ით არ აღეჭურვა, მათი სურვილია ამ მარკის პირველი ჰიბრიდული ავტომობილის შექმნა. ასეთი მოდელის გამოშვებით, კომპანია საქმეს რამდენიმე წლით წინ წაიგდებს. ავტომობილი თანამედროვე ჰიბრიდული ძრავით აღიჭურვება, რომელიც მაქსიმალურად დაზოგავს ელექტროენერგიას. „Galibier“–ის ღირებულება კი 1,5 მილიონი ევრო იქნება.
კომენტარი