სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში საქართველოდან წარდგენილმა მარნეულში მდებარე „ჩაის სახლის“ ნაგებობამ გაიმარჯვა

მიმდინარი წლის სექტემბრის მიწურულს, ქალაქ ლონდონში, საერთაშორისო არქიტექტურის კონკურსი EUROPEAN  PROPERTY  AWARDS  ARCHITECTURE 2013-2014”  ჩატარდა, რომელშიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო ჟიური დაკომპლექტებული იყო ცნობილი არქიტექტორებით, ჟურნალისტებით, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინერებით. ჟიურის შემადგენლობას ლორდ ბეითსი  ხელმძღვანელობდა.  საქართველოდან წარდგენილი იყო მარნეულში მდებარე კულტურის ცენტრი „ჩაის სახლი“, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში - „საჯარო დაწესებულების საუკეთესო არიტექტურა“.

სოციალურ -კულტურილი ცენტრის „ჩაის სახლის“ მშენებლობა არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია „ემ სტუდიომ“ განახორციელა.  პროექტის ინიციატორი და დამკვეთი საქართველოში სოკარი გახლდათ. 

„ჩაის სახლის“ დაარსების იდეა რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარებას ემსახურება. ქართული ცეკვისა და სიმღერის, ჭადრაკის, ფერწერის,ხალიჩების ქსოვის, უცხო ენების შემსწავლელი  და  სხვა წრეების არსებობა იზიდავს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას.

შენობის მთავარ ღისშესანიშნაობას წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტორული ელემენტების ჰარმონიული სინთეზი. სამსართულიანი შენობა განთავსებულია 530 კვადრატული მეტრის ფრთობზე და თითოეული სართული მოიცავს 430  კვადრატულ მეტრს. შენობის ფასადს აზერბაიჯანის ნაციონალური ორნამენტები და ფერები ამშვენებს.  შენობის შესასვლელში მდებარე ოვალური  მოზაიკის სვეტები ხელითაა ნაკეთი და აღმოსავლური  ხალიჩის ეფექტს ქმნის.

შენობის წინ 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული ბაღის ბარელიეფი აზერბაიჯანის ისტორიულ მწერლობას ასახავს.  ბაღის ცენტრში  განთავსებულია შადრევანი, რომელიც მოიცავს  ნაციონალურ დოქებსა და  მოზაიკისაგან შექმნილ ხალიჩებს, რომლებიც ბუნებრივ ქვის ლოდებზეა გადაფენილი.

„ჩაის სახლის“ უკან მდებარე პარკირების ადგილი 20 ავტომობილს იტევს.

შენობის ფასადი ლამაზად ერწყმის  შესასვლელში მდებარე პრიალა მარმარილოს იატაკსა და  ტრადიციული წარმომავლობის ორნამენტებს.

სხვადასხვა მიმართულების საგანმანათლებო და შემეცნებითი დარბაზების გარდა „ჩაის სახლში“  განთავსებულია  ელეგანტური რესტორანი, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი მხარე აქვს .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100