როგორ გავშიფროთ ადამიანი ჭიქით?
იმის მიხედვით, თუ როგორ უჭირავს სასმელით
სავსე ჭიქა ადამიანს, შეიძლება ვიმსჯელოთ მის ხასაიათზე. ფსიქოლოგებმა დაკვირვების შედეგად მათი რამოდენიმე ტიპი გამოჰყვეს:
ფლირტის მოყვარულები - მათ ჭიქა უჭირავთ ელეგანტურად, მოვლილი თითები მოხდენილად აქვთ განლაგებული სასმისზე და სჩვევიათ დროდადრო თითების გადასმა ჭიქის ზედაპირზე.
ჭორიკანები - მათ ერთ ხელში ჭიქა უჭირავთ, ხოლო მეორე ხელით ჟესტიკულაციას მიმართავენ საუბრის დროს.
მხიარულების მოყვარულნი - ჭიქა ზემოდან უჭირავთ ისე, რომ ხელის გული სასმისის ზემოთ აქვთ მოქცეული. სასმელს დიდი ყლუპებით მიირთმევენ ისე, რომ საუბარს არ წყვეტენ.
სასმელის მოყვარულნი - მორცხვი, მოკრძალებული ადამიანები - ჭიქა ისე მაგრად უჭირავთ, თითქოს ეშინიათ, ვინმემ არ წაართვას. მიირთმევენ მცირე დოზებით და ტკბებიან სასმელით.
ქალები-დედოფლები - ცივები და თავშეკავებულები - ხელში გამოკვეთილად და მაგრად უჭირავთ სასმელიანი ჭიქა. ეს ქალები ახალი ნაცნობობისათვის არ არიან მზად. ისინი მხოლოდ თავის საყვარელ თანხმლებს (ჯენტლმენს) სწყალობენ.
"პლეი-ბოი"- აქტიურნი და თავდაჯერებულნი - მიირთმევენ მაღალფეხიანი ჭიქებიდან ან სულაც ბოთლიდან.
"მაჩო"- გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მომხიბვლელობა - ამპარტავანნი, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე. მიირთმევენ ლუდს, ან სპირტიან სასმელებს პირდაპირ ბოთლიდან.
ჩხუბისთავები - უპირატესიობას ანიჭებენ დიდი ზომის სასმისებს, რომლებიც მათთვის იარაღის სიმბოლოს წარმოადგენენ. უჭირავთ მტკიცედ თითებით, ზოგჯერ ორივე ხელითაც.
კომენტარი