პრეზიდენტის თქმით, სამთავრობო შენობებში "ჯიგრული გაგების" სუბიექტები ვერ დაბრუნდებიან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო მეტს მოგზაურობს, მით უფრო რწმუნდება, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას , - ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს ბათუმში, ე.წ. ID-ების (საიდენტიფიკაციო ბარათების) გადაცემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ საქართველოში გამჭვირვალე დემოკრატიაა და მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი მთავრობას“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც „სახალხო დემოკრატიად“ მიიჩნია გადაწყვეტილება, რომლის შედეგად, პირველი საიდენტიფიკაციო ბარათები დღეს არა ქვეყნის პირველ პირს გადაეცა, არამედ პირიქით, ქვეყნის პირველმა პირმა ჩვეულებრივ მოქალაქეებს გადასცა. სააკაშვილმა დასძინა, რომ საქართველოში ყველაზე ნაკლები ბიუროკრატიაა და ყველაზე გაადვილებულია ურთიერთობა მთავრობასა და ხალხს შორის. "ჩვენმა თაობამ გააკეთა ის, რაც ვერავინ გააკეთა მსოფლიოში", – აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს სამთავრობო შენობების დერეფნებში არასოდეს დაბრუნდებიან "ჯიგრული გაგების" სუბიექტები.
კომენტარი