"მივხვდი, რაღაც საშინელი ხდებოდა, რაღაც გამოუსწორებელი...მითხრა, დათო გარდაიცვალაო" - დავით ჭოჭუას გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა
დავით ჭოჭუას
გარდაცვალებიდან სამი
წელი გავიდა.
აი, რას წერს მწერალი
სალომე ბენიძე:
„12 დეკემბრის დილა სულ მემახსოვრება. ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა და საჭესთან ხომ არ ხარო, რომ მკითხა, მივხვდი, რაღაც საშინელი ხდებოდა, რაღაც გამოუსწორებელი. სარკესთან ვიდექი და თმას ვიშრობდი. მითხრა, დათო გარდაიცვალაო. არასოდეს გაქრება ჩემი გონებიდან ის წამი, მისი ხმა და ჩემი სახე სარკეში.
ამ ფოტოზე ჩემი ნაჩუქარი ბაფთა უკეთია. ამბობდა, წარმატება მოაქვსო და ორივეს გვიხაროდა.
დღეს სამი წელი გავიდა, რაც აღარ არის.“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა 2015
წლის 11 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.
კომენტარი