საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტში (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგების წინაშე სიტყვით წარსდგა. მიხეილ სააკაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის“.
ქვეყნის პირველმა პირმა იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა. მან ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაამახვილა.
ქვეყნის ლიდერმა მომავალ პოლიტიკოსებს რჩევაც მისცა და მათ წარმატებები უსურვა. “მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება,იგივე ეხება პარლამენტსაც. ის გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე კონკრეტული პარლამენტარი. იგივე ხდება არმიის, მთავრობის შემთხვევაში” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უნივერსიტეტში პრეზიდენტმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მთავრობის მმართველობის სტილზე ისაუბრა. მაგალითისთვის, პრეზიდენტმა პოლიციის რეიტინგი დაასახელა, რომელსაც მისი თქმით, მოსახლეობის 90 % ენდობა. მიხეილ სააკაშვილმა მედვედევის განცხადება გაიხსენა, როდესაც მან „საქართველოში გატარებული პოლიციის რეფორმა მისაბაძ მაგალითად დაასახელა და განაცხადა - მიუხედავად იმისა, რომ მძულს სააკაშვილი, უნდა ვისწავლოთ საქართველოსგან და მოვახდინოთ რეფორმლის კოპირება, რაც ასე წარმატებულად გააკეთეს ქართველებმაო. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა მათი მხრიდან“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
კომენტარი