
21-22 აპრილს გამოიდარებს - სინოპტიკოსები უახლოესი დღეების პროგნოზს გვთავაზობენ
სინოპტიოსების ინფორმაციით, 21-22 აპრილს მოსალოდნელია ამინდის გაუმჯობესება - ამის შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ფეისბუკის ოფიცილურ გვერდზე დაპოსტა:
18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.
21-22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.
ქ. თბილისში 18 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-22 აპრილს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 18 აპრილს შესაძლებელია ქარბუქი. 21-22 აპრილს მცირე თოვლი მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი