დუშეთში მამაკაცმა დედა და და მოკლა
დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოპორტში საზარელი მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
მამაკაცი გაქცეულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
კომენტარი