სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Dorzeczy წერს.

მისივე ინფორმაციით, გასული ღამეს, ვარშავის ერთ-ერთ ჰოსპიტალთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც დაუდგენელმა პირებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადმოაგდეს.

„ამ ეტაპზე პოლიცია ავტომობილში მყოფი პირების ვინაობის და 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ცდილობს. გამორიცხული არ არის, რომ ავტომობილში მყოფი პირებიც უცხოელები იყვნენ“ - წერს გამოცემა.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება. პროკურატურის თანამშრომლებმა ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, -განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა მარცინ სადუშმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100