სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძე კვლავ კრემლში მიემგზავრება?

ქართველი ოპოზიციონერებისთვის მოსკოვში, რუს ოკუპანტებთან სიარული კვლავაც მოდურია. როგორც ჩანს, ზოგიერთ ოპოზიციონერს მოსკოვში ჩასვლა და თვით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა არათუ დისკომფორტს, არამედ უდიდეს ნეტარებას ჰგვრის.
დსგფკსდგჯკლდს
ამბობენ, დღეს კრემლში ჩამსვლელთა რიგი დგას და ოპოზიციონერებისთვის მოსკოვში ჩასვლა დასწრებაზეაო. ოპოზიციონერებმა ლამის თავ-პირი დაამტვრიონ ერთმანეთს - გაიწიე, ჯერ მე მივდივარო. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე წინ მაინც ექსპრემიერი ნოღაიდელია. რას იზამთ, უმართლებს ზოგს... როგორც ჩანს, მის ჩაჩოჩებას ოპოლიდერები, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ.
დსგფკსდგჯკლდს
ნოღაიდელი თუ ამას წინათ მოსკოვში მეცხრე ვიზიტით იმყოფებოდა, სხვებს ეს "ბედნიერება" ერთი-ორჯერ თუ ხვდათ წილად. ხედავ შენ, ნოღაიდელმა მოსკოვში უკვე მეცხრე ვიზიტი დაასრულა და მე რას ვაკეთებ, დროა გამოვიღვიძოო, გაიფიქრა ერთმა ოპოზიციონერმა, როგორც ჩანს, და მოსკოვისკენ გამგზავრება გადაწყვიტა.
დსგფკსდგჯკლდს
ეს უკანასკნელი არც მეტი, არც ნაკლები, ნინო ბურჯანაძეა. ისე, კარგა ხანია ბურჯანაძე მოსკოვში არ ყოფილა, ჰოდა, წასვლის დროაო, იფიქრა ნინიკომ და თურმე აპირებს კიდეც უახლოეს მომავალში კრემლში გამგზავრებას და ვლადიმერ პუტინთან მორიგი შეხვედრის გამართვას. მართალია, ბურჯანაძე არ აკონკრეტებს როდის მიემგზავრება მოსკოვში, თუმცა, მისი მოსკოვური ვოიაჟი რომ შედგება, ამას არ უარყოფს.
დსგფკსდგჯკლდს
"ვლადიმერ პუტინს, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კვლავ შევხვდები და როცა გადავწყვეტ, ამის თაობაზე აუცილებლად შეგატყობინებთ", - განაცხადა მედიასთან ბურჯანაძემ.
დსგფკსდგჯკლდს
მკითხველს შევახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბურჯანაძე და პუტინი ბოლო დღეებში ერთმანეთს შეხვდნენ კიდეც, თუმცა, ბურჯანაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
დსგფკსდგჯკლდს
"ვიმყოფებოდი ევროპაში, სადაც მქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრები, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების ხელისუფლებების უმაღლეს წარმომადგენლებთან", - აღნიშნა ჟურნალისტებთან ბურჯანაძემ, თუმცა, ვის დასდო პატივი ვიზიტით, ეს არ დააკონკრეტა.
მართალია, "ფქვილის პრინცესა" პუტინთან შეხვედრას არ ადასტურებს, მაგრამ რა ვიცით, ცეცხლი უკვალოდ არ ჩნდება. ბოროტი ხმები იმასაც კი ამბობენ, რომ ფული თვით "ფქვილის პრინცესასაც" კი შემოაკლდა და მოსკოვისკენ გეზი ამიტომაც აიღოო. მართალია, ასე ამბობენ, თუმცა რეალურად, რისთვის მიდის ბურჯანაძე პუტინთან და საერთოდაც, რა საერთო აქვს მას ოკუპანტებთან, ჩვენთვის უცნობია.
დსგფკსდგჯკლდს
ამის შესახებ ტყუილ-მართალ კომენტარებს მხოლოდ პარლამენტის ექსთავმჯდომარის კრემლიდან დაბრუნების შემდეგ მოვისმენთ, მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, ჯერ ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრას, შემდეგ კი "ფქვილის პრინცესას" კრემლიდან ჩამობრძანებას დაველოდოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100