სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში ავტომობილი ჯერ ავტობუსის მოსაცდელს დაეჯახა, შემდეგ კი კორპუსის პირველი სართულის აივანი მოგლიჯა

ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ბმვ“ მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ქუჩაში განთავსებული ავტობუსის მოსაცდელი, ხოლო შემდეგ კორპუსის პირველი სართულის აივანი მოგლიჯა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს იქვე მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც არ დაშავებულან. მსუბუქი დაზიანება მიიღო მძღოლმა, რომელსაც სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

მომხდარზე საპატრულო პოლიციამ მოკვლევა დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები მათ ქუჩაზე ხშირად ხდება და ე.წ. შემაკავებელი ბარიერების დამონტაჟებას ითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100