პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მოსწავლე გადმოვარდა
პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მე-6 კლასის მოსწავლე გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2"-ს სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.
როგორც დირექციას მოზარდებმა უამბეს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სათამაშოდ ვერანდაზე ავიდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი გადმოვარდა.
სკოლის დირექტორი ჩხუბსა და დაპირისპირებას გამორიცხავს. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის საავადმყოფოში რჩება.
კომენტარი