სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მშობლების ბოლო სიტყვა სასამართლოზე, რომელმაც ნაფიცი მსაჯულები აღაშფოთა

სეთ უელჩი და ტატიანა ფუზარი თავიანთი 10 თვის გოგონას სიკვდილში ბრალდებულები არიან - მათ შიმშილისგან სიკვდილის პირას მყოფი ბავშვის გადასარჩენად ექიმს არ მიმართეს.

მშობლებმა 911-ში მას შემდეგ დარეკეს, რაც პატარა მერი გარდაიცვალა. მათ განაცხადეს, რომ გოგონა თავისივე საწოლში მკვდარი დახვდათ დილით. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩვილი შიმშილისა და უწყლობის გამო იყო გარდაცვლილი. ამის შემდეგ სეთი და ტატიანა სამართალდამცველებმა დააკავეს.

დაკითხვაზე მათ აღიარეს, რომ გოგონა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მძიმედ იყო ავად და ექიმთან მიყვანა არც უფიქრიათ, რადგან ეს ქმედება მათ რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგებოდა. მეუღლეები, რომლებსაც კიდევ ორი შვილი ჰყავთ, ირწმუნებოდნენ, რომ ბავშვის ექიმთან მიყვანით ღმერთს შეურაცხყოფდნენ, რადგან მისი სასწაულის მოხდენას არ დაელოდებოდნენ.

სასამართლოზე გარდაცვლილი გოგონას მშობლებმა ასეთი რამ განაცხადეს:

„ჩვენ უნდა დაველოდოთ უფლის სასწაულს - თუ ის ჩათვლის, რომ ბავშვი ძლიერია, არ მისცემს საშუალებას, რომ მოკვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სუსტებმა ამქვეყნიური ცხოვრება უნდა დატოვონ, რადგან აქ მათი ადგილი არაა“.

ამ სიტყვებმა ნაფიცი მსაჯულებისა და სასამართლოზე დამსწრეთა გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია.

ბრალდებულები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სასამართლო საქმეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარმართავდა, თუმცა პროკურატურამ ისინი შვილის მკვლელობაში დაადანაშაულა და სამუდამო პატიმრობა შეეფარდათ. ეს განაჩენი ორივე მათგანისთვის მოულოდნელი იყო. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც საბოლოო განაჩენის მოსმენისას ბრალდებულების ემოციებია ასახული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100