იაშვილის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 5 წლის გოგონას მდგომარეობა ბევრად მძიმეა - აი, რა განუცხადეს დრონი.ჯი-ს კლინიკაში
5 და 9 წლის მოზარდების მდგომარეობა, რომლებიც მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტით“ მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ფოთიდან რეანომობილით გადმოიყვანეს მძიმეა.
როგორც დრონი.ჯი-ს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ბავშვები ისევ ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში იმყოფებიან და მათ მკურნალობა უტარდებათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი.
იაშვილის საავადმყოფოში იმასაც აცხადებენ, რომ 5 წლის გოგონას მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე 9 წლის ბავშვის.
9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით.
როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტი“ შეჭამეს. 5 წლის გოგონა 9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო 9 წლის ბიჭი 10 მაისს.
კომენტარი