სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს, იმ 39 წლის მამკაცის ფოტოებია, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას "მეფედრონს" ემსხვერპლა

ეს, იმ ბიჭის - ლევან კალანდაძის ფოტოებია, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას "მეფედრონს" რომ ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. მათი ცნობით, ახალგაზრდები საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალნენ. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ახალი ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომლებიც განგებ არის დაბიძნურებული უცნობი ნივთიერებით.
გარდაცვლილები არიან 38 წლის კახა კიკნაძე და 39 წლის ლევან კალანდაძე.
ლევან კალანდაძე კულტურის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100