თათია დოლიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
ნახეთ, რას წერს თათია დოლიძე:
მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გია კორკოტაშვილის სტატუსს,სადაც კომენტარებში თატია დოლიძეს შეურაცხყოფები აყენებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მართალია კორკოტაშვილმა წაშალა აღნიშნული სტატუსი, თუმცა კომენტარების სქრინები, სადაც თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, იმიტომ რომ არ დაეთანხმა მარშის იდეოლოგიას, კვლავ არის ინტერნეტში(იხ: ვიდეო)
კომენტარი