20 წლის მეფე, მეტსახელად „ტაისონი“ – სტომატოლოგებთან
გასულ ხუთშაბათს ბოგოტას ზოოპარკის ბინადარს, 20 წლის 169 კილოგრამიან მეფეს, მეტსახელად „ტაისონს“ ფრიად უცნაური „რანდევუ“ ჰქონდა – მას სტომატოლოგებთან ვიზიტი დასჭირდა. მეფის სტუმრობა ხუმრობა საქმე ხომ არ არის და კოლუმბიელი სტომატოლოგები ამ ვიზიტისთვის ტექნიკური ბაზისა და ფსიქოლოგიური კუთხითაც განსაკუთრებულად მოემზადნენ.
ცხოველთა მეფეს ადამიანებისთვის შედარებით მშვიდი პროცედურა – კბილის გვირგვინის დამუშავება ელოდა წინ, მისი ტყიური კოლეგის, ბენგალიური თეთრი ვეფხვისგან განსხვავებით, რომელსაც ცოტა ხნით ადრე იგივე სტომატოლოგებმა კბილი, ლამის, ტანკსაწინააღმდეგო მეთოდით ამოუღეს.
მეფე სტომატოლოგებთან მეფური ღირსების სრული შეგრძნებით მოიქცა და წინააღმდეგობა არ გაუწევია. პროცედურამ ზედმეტი ნერვიულობისა და გაწევ–გამოწევის გარეშე ჩაიარა. ლომი ზოოპარკის გალიას დაუბრუნდა, კოლუმბიელმა სტომატოლოგებმა კი, რა თქმა უნდა, ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მეფესთან სურათები ბლომად გადაიღეს: როგორც საქმიან, ასევე ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
კომენტარი