სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა

„ამნისტიის შესახებ“ კანონი გამოქვეყნდა და დღეიდან ძალაში შევიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „ამნისტიის შესახებ“ გამოქვეყნდა, რითაც კანონის მიღების პროცედურა დასრულდა. შესაბამისად, კანონი დღეიდან ძალაშია და ჩაირთო ის ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც აუცილებელია, ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების პრაქტიკული გავრცელება იმ ადრესატებზე, ვისაც ამნისტია ეხება. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა დაწესებულებას და უწყებას, რომელსაც ეხება ამ კანონის აღსრულება, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ინტენსიურად იმუშაონ უშუალოდ აღსრულების პროცესთან დაკავშირებით.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს ამნისტია შეეხება. მათაც მოვუწოდებ, შეძლონ საკუთარ ცხოვრებაში ამ მინიჭებული შანსის რეალურად გამოყენება და საკუთარი ცხოვრების კარგად დაგეგმვა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

11 იანვარს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტიმა, მესამე მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინიციატივას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100