თბილისში უბედურ შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
უბედური შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, ტყვიამ 45 წლის მამაკაცი იმსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით. მამაკაცი საბერძნეთიდან ახალი ჩამოსული იყო და სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის ოჯახში, სადაც მის დაბრუნებას აღნიშნავდნენ.
ასევე ცინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ სტუმარს იარაღი გაუვარდა, რამაც 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ის დაკავებულია.
აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარება 40 წუთის შემდეგ მივიდა ადგილზე. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს უბედური შემთხვევის ყველა მოწმე. მათ შორის ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც, რომლის სახლშიც უბედური შემთხვევა მოხდა.
კომენტარი