სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იქ 10-15 ადამიანია მოყოლილი, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს" - ღარიბაშვილი ჩამონგრეულ კორპუსზე

"ჩვენი მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია" - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ აცხადებს. ამბობს, რომ შს მინისტრისგან რამდენიმე ვერსია მოისმინა და ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება.

მისივე თქმით, ნანგრევებში მოყოლილების გამოსაყვანად დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს.

"ძალიან ტრაგიკული ამბავი მოხდა, მე ასე ვიტყოდი. ჩვენი მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ 10-15 ადამიანია მოყოლილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება.დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს ადგილზე და ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

არსებობს ბევრი ვერსია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას გაგცემთ პასუხს. მე მოვისმინე შს მინისტრისგან ვერსიები, თუმცა არ მინდა წინასწარ არ მინდა დასკვნების გაკეთება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს",- თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, კორპუსის სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს დილით ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100