სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო პლენერი ბათუმში

ქართველი და უცხოელი მხატვრების მონაწილეობით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოეწყო პლენერი, სადაც მხატვრები ბათუმის პეიზაჟებს დახატავენ, შექმნიან ორ ფერწერულ და რამოდენიმე გრაფიკულ ეტიუდს.

პლენერის დასრულების შემდეგ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყობა შემაჯამებელი დასკვნითი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ პლენერზე შექმნილი ნამუშევრები.

დღეს, პლენერში მონაწილე მხატვრებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა. „ჩვენი მიზანია ადგილობრივი მხატვრების ხელშეწყობა. ქართველი და უცხოელი მხატვრები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და მუშაობის ტექნიკას.

პლენერის ფარგლებში მხატვრები ათი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნიან ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ. პლენერი 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობს 12 ქართველი და უცხოელი მხატვარი.

პლენერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში დაფინანსდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100