სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის სასამართლომ "ქართული ლეგიონის" წევრს, ლევან ფიფიას პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ "ქართული ლეგიონის" წევრს, ლევან ფიფიას დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ფიფია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ახლა ფიფია რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.მუხლი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი მებრძოლს ედავება, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში პუტინის სასამართლომ ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილსაც პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მამულაშვილის და ფიფიას გარდა სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ კიდევ 70-მდე ქართველ მებრძოლზე დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100