სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში ბატუტზე მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებული კაცი, ედუარდ აბრამიანი პატიმრობაში დატოვა. სამი დღის წინ ბულვარში ქარმა ბატუტი წაიღო, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად 9 წლის მოზარდი დაიღუპა, ხოლო მეორე, 3 წლის ბავშვი, მკურნალობას აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დაკავებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100