სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინირებული დედებისთვის, ვისაც ჩვილები ჰყავთ – პედიატრის გაფრთხილება

ექიმი, პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილიპედიატრებს მიმართავს.

ექიმი სოციალურ ქსელში ერთი-ერთი მოქალაქის შეტყობინებას აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ მეძუძურ ქალს, ვაქცინაციის შემდეგ პედიატრმა ბავშვის ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება ურჩია.

პედიატრებო, როდემდე შეიკავონ თავი? მცდარია, ისევე როგორც ორსულებში ვაქცინაზე უარის თქმა! ვაქცინა რძით არ გადადის ბავშვის ორგანიზმში, ისევე როგორც ვერ გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს ორსულებში.

ძუძუთი კვების დროს რძით ბავშვს გადაეცემა მხოლოდ მზა ანტისხეულები, რაც ნიშნავს, რომ დედა საკუთარ იმუნიტეტს ბავშვსაც უნაწილებს! ნუ შევაწყვეტინებთ დედებს ბუნებრივ კვებას! ნუ მივცემთ მცდარ რჩევებს! ჯანმრთელობა ყველას!“, – წერს თამარ ჟამურაშვილი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100