სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის მობილიზებაა - ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრულის მობილიზების მიზეზს განმარტავს.

არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.

„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - აცხადებენ შსს-ში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100