სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლი ბერის სურდა, კიანუ რივზისთვის თავი მოეწონებინა, თუმცა ყველაფერი ნეკნების მოტეხილობით დასრულდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰოლი ბერი ფილმის "ჯონ უიკი 3"-ის გადაღებების დროს დაშავდა და სამი ნეკნი მოიტეხა - ამის შესახებ ჟურნალ Extra-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავად განაცხადა:

"კიანუ რივზთან ერთად ერთ ფილმზე მუშაობა ძალიან მაგარია. თავიდან ცოტა მეშინოდა კიდეც, გამომდინარე იქიდან, რომ კიანუ თავის საქმეში ძალიან კარგია, ამიტომ, მთელი ძალისხმევით ვცდილობდი, ამეთვისებინა მისი გაკვეთილები, არ მინდოდა მისთვის იმედი გამეცრუებინა, ხომ ხვდებით... ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ გადაღებების წინ სამი ნეკნი მოვიტეხე. თავადაც ვერ ვხვდები, ეს როგორ მოვახერხე.

კიანუ რივზი აღნიშნულ ფილმში მთავარი გმირის როლს თამაშობს. სიუჟეტის მიხედვით, ის მიმალვაში იმყოფება, რადგან უამრავი ადამიანი დასდევს მოსაკლავად. რივზის გმირს სოფია ეხმარება, რომლის როლსაც სწორედ ჰოლი ბერი თამაშობს. ფილმის გადაღებების მზადების პროცესში ჰოლიმ შეისწავლა სროლა და გაიარა ფიზიკური მომზადება, რათა დუბლიორი არ დასჭირვებოდა.

ამ ეტაპზე გადაღებები დროებით შეჩერებულია და ჰოლი ბერის დაბრუნებისთანავე ჯგუფი ფილმზე მუშაობას განაახლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100