სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Royal Bank of Scotland-მა ბელორუსთან თანამშრომლობა შეწყვიტა

forbes.com

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა Royal Bank of Scotland-მა ლორუსთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ცნობილი გახდა, რომ RBS მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკაში 800 მილიონი დოლარის ევროობლიგაციის გამოშვებაში.

ბანკმა ეს გადაწყვეტილება გასულ თვეში, ედინბურგში, ბელორუსის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო და მინსკთან ბიზნესის წარმოებაზე უარი განაცხადა. სანქციები, რომლებიც ბელორუსის პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს და ის ფაქტი, რომ ქვეყანამ სავალუტო ფონდის პროგრამების ძირითადი მოთხოვნები არ შეასრულა, გახდა იმის მიზეზი, რომ RBS-მა ყოველგვარი კაპიტალის მიზიდვის ოპერაციებზე უარი თქვა.

ევროსაბჭომ და ამერიკამ ბელორუსის პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების მიმართ ინდივიდუალური სანქციები დააწესეს, მაგრამ მინსკთან უშუალო ფინანსური თანამშრომლობაზე აკრძალვები ჯერ არ არსებობს. სანქციები ბელორუსი ოპოზიციის მიმართ განხორციელებული რეპრესიების საპასუხოდ დაწესდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100