სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუშინდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ახალი კანონპროექტი წარადგინა. პრემიერის თქმით, „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

ნიკა გილაური განმარტავს, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ არის გრძელვადიანი ეკონომიკური კანონი, რომელიც მთავრობამ და პარლამენტმა სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო. „კანონპროექტის შინაარსი მოიცავს იმ პუნქტებს, თუ რა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ გრძელვადიან მომავალში. ამ გრძელვადიანი ეკონომიკური პროექტის გამოყენებით ქვეყანა არ დააწვება კერძო სექტორს“–განაცხადა გილაურმა. მისივე თქმით, ასეთი კანონმდებლობა რამდენიმე ათეული წელია მუშაობს ძლიერ სახელმწიფოებში. მას შედეგ, რაც ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“–ს შესახებ საუბარი დაასრულა,

გილაურმა კანონპროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ინვესტორებს კი, კანონპროექტის დამტკიცება მიულოცა. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ მიხედვით მუშაობა, ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერი სხვა ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო. როგორც გილაურმა განმარტა, ინვესტორები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ და მათ ინვესტიციების განთავსება გათვლილი აქვთ 15-20 ან 30 წლით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100