ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი - კახა კალაძე
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი - კახა კალაძე საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი. ამის შესახებ კახა კალაძემ სამცხე ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. "ჩვენ თქვენს მოლოდინს კიდევ ერთხელ გავამართლებთ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის მართვის 4-წლიანი გამოცდილებით, უკვე დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა დაშენება შესაძლებელია რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა დაშიშის გარეშე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი. ჩვენ რეალური შედეგებით დავამტკიცეთ, რომ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობა ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც შეცვალა ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე მორგებული დამღუპველი რეალობა!!! ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ევროპული მომავალი მისცა! ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც თქვენი და ჩვენი შრომით ქვეყნის ბიუჯეტში შესული მილიონები საკუთარი ახირებების ასრულებაში, მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნაში, ყალბი სტატისტიკის შეთხზვაში არ დაუხარჯავს! ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზე დადგომაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ! და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად, თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაც ბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა! ჩვენ კანონით მართული მთავრობა ვართ - ჰუმანური, პასუხსიმგებლიანი გუნდი, რომლის მუშაობის შედეგებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უკვე იგრძნო! ჩვენ პოლიტიკური ძალა ვართ ადამიანური სახით და ჩვენ, 2012 წელს თქვენთან ერთად აღებულ სწორ კურსს აუცილებლად გავაგრძელებთ მეტი მონდომებით, მეტი ენერგიით, ახალი შესაძლებლობებით! მეგობრებო, სამცხე-ჯავახეთის მდიდარი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა ამ მხარის წინაშე ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა. ეს ულამაზესი და უმდიდრესი მხარე დიდი ეკონომიკური, სამეწარმეო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის მატარებელია და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვაქცევთ თქვენს კეთილდღეობად!!! მჯერა, რომ თქვენი ერთგულებითა და თანადგომით ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ხალხს სჭირდება მეტი თავისუფლება, მეტის ტაბილურობა, უსაფრთხოება! ხალხს სჭირდება სწრაფი განვითარება, მეტი კეთილდღეობა და ჩვენ, განახლებული „ქართული ოცნება“, პროგრესული ხედვით, პოლიტიკოსთა პროფესიონალური გუნდით, ახალი ქმედითი ლიდერით, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ!!! ჩვენ თქვენთან ერთად, ჩვენს სომეხ ძმებთან ერთად, ბერძენ, ოს ძმებთან ერთად, ჩვენს ერთგულ ხალხთან ერთად, აუცილებლად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან სწორედ თქვენ ხართ საქართველო და ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა",- მიმართა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას კახა კალაძემ. (R)
კომენტარი