სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიშელი საქართველოს არჩევნებზე: "გაყალბების სერიოზული ეჭვები არსებობს, რაც სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ "გაყალბების სერიოზული ეჭვები არსებობს".

მიშელმა თქვა, რომ გაყალბების შესახებ სერიოზულ ეჭვებს გამოძიება სჭირდება.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ მან არჩევნების ესახებ მისი მოსაზრებები საქართველოს პრემიერს პირადად გააცნო.

მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ, ევროკავშირის მხრიდან, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მეორე მხრივ, არჩევნები ჩატარდა და არის სერიოზული ეჭვები გაყალბების შესახებ, რაც სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ, რათა ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდეს.

ამის შესახებ ეჭვები არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ჩვენ მოსაზრებები გავცვალეთ ამის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან “, - განაცხადა მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100