სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყნეთში, კოჯორსა და თბილისის შემოგარენში პირველი თოვლი მოვიდა

წყნეთში, კოჯორსა და თბილისს შემოერთებულ დასახლებებში პირველი თოვლი მოვიდა.

ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამე საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მობილიზებული იყო ტექნიკა, გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი.

თოვლს ავტომობილების გადაადგილებისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

"გზები გაწმენდილია და საგზაო მოძრაობას არანაირი შეფერხება არ აქვს," - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენელი, დავით ჩანქსელიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100