11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღეს ვარსკვლავები დოკუმენტებთან სიფრთხილეს გირჩევენ. სანამ ახალ შენაძენს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით, განსაკუთრებით კი თუ საქმე ტექნიკას ეხება.
კურო – სამსახურში თქვენი საჭიროება დღეს განსაკუთრებულად გაიზრდება. შესაძლოა, შეიძინოთ ახალი ნაცნობები. ნუ გამოხატავთ თქვენს ყველა აზრსა და შეხედულებას.
ტყუპები – არცთუ ისე კარგი დღეა ინიციატივისათვის. საქმე ისე არ წარიმართება, როგორც თქვენ ელოდებოდით. დოკუმენტებში შეცდომებს აღმოაჩენთ.
კირჩხიბი – დღეს სიახლის ინტერესი და სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა, ამ ყველაფერს, შესაძლოა, თან ახლდეს შიში და ნერვიულობა. იპოვით კიდევ ერთ მხარდამჭერს, მაგრამ ბოლომდე ნუ ენდობით.
ლომი – დღეს პარტნიორთან ან ახლობელ ადამიანთან სერიოზული საუბარი მოგიწევთ, თემა, ძირითადად, ფინანსურ საკითხს შეეხება.
ქალწული – შესანიშნავი დღეა ექსპერიმენტებისათვის, განსაკუთრებით კი მედიცინის, განათლებისა და კომუნიკაციების სფეროში. დღის განმავლობაში უამრავ მოულოდნელობას გადააწყდებით.
სასწორი - დღეს გარშემომყოფების დამორჩილება გაგიჭირდებათ, ასევე ვერ გააკონტროლებთ სიტუაციებს. არ არის გამორიცხული, მოულოდნელად ძალიან ახლო მეგობარს შეხვდეთ. ფინანსურ სფეროში ექსპერიმენტმა, შესაძლოა, ზარალი გამოიწვიოს.
მორიელი – დღეს ცხოვრების რიტმი საგრძნობლად შეიცვლება. წინ სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ. ორიგინალური იდეის განხორციელებამდე კარგად დაფიქრდით.
მშვილდოსანი – დღეს მოულოდნელი შეხვედრები და მოგზაურობა გელოდებათ. არ არის გამორიცხული, დღის უმეტესი ნაწილი კომპიუტერთან გაატაროთ.
თხის რქა – დღეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღებით შეავსოთ ფინანსური დოკუმენტები და კარგად მოუსმინოთ სხვების რჩევებს.
მერწყული – თქვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან უფრო ინტენსიური გახდება. არ არის გამორიცხული, საღამოს უხასიათოდ და უგუნებოდ იყოთ.
თევზები – დღეს ჭორების ქარცეცხლში გაეხვევით. ვირტუალური ურთიერთობა უფრო საინტერესო გახდება, ვიდრე რეალური.
კომენტარი