ახალი დეტალები ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ათი თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები იკვეთება. როგორც ჩვილის დეიდა და ბებია ირწმუნებიან, არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი პიროვნება ბავშვის მკვლელობას აღიარებს და შემკვეთებსაც ასახელებს.
მათი მტკიცებით, ვიდეოჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი. ბარბარე რაფალიანცის დეიდა დალი მექერიშვილი გუშინ შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა დაზარალებულის განცხადებით, მინისტრი მას არ შეხვდა, სანაცვლოდ შეხვდა მინისტრის მოდგილე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიზიტი დაუგეგმავი იყო, მინისტრი ადგილზე არ იმყოფებოდა და დალი მექერიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიიღო. მექერიშვილები ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის გახსნას დაუყოვნებლივ ითხოვენ.
კომენტარი