სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკაფიოდ ვაცხადებ, არ ვაპირებთ მონაწილეობას ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.

მისი განმარტებით, ეს "ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს".

"ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100