”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება - იმოძრავეთ ნიუ იორკ ბრას ბენდთან ერთად
”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 10-16 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება.
13 აგვისტოს, დღის განმავლობაში 19:00 საათზე (ბულვარი და ბათუმისქუჩები) და 23:00 საათზე (საფესტივალო კლუბი Take Five) ზღვისპირაქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე ნიუ იორკ ბრასბენდი იზრუნებს. ისინი მოძრაობენ, უკრავენ, მათ ზოგჯერ მოსიარულე ორკესტრსაც უწოდებენ. არ გამოტოვოთ, თქვენც იმოძრავეთ მათთან ერთად. რეპერტუარით, რომელიც მარვინ გეისა და ჯორჯ მაიკლსა თუ სი ლო გრინსა და სტივ ვანდერს შორის მერყეობს, აუცილებლად მოინუსხებით.
ისინი მრავალფეროვანი ჩასაბერი ინსტრუმენტებით ირგვლივ მყოფთა ყურადღებას იწვევენ. ნიუ იორკ ბრას ბენდი 2010 წელს ჩამოყალიბდა. ისინი არიან დინამიურები, მოქნილები, ცოცხლები, რომელთაც შეუძლიათ წარმოდგენის გამართვა როგორც ქუჩაში, ასევე დახურულ სივრცეში.
გარდა ამისა, დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი „ტროელი ქალები“ გაიმართება. საღამოს ქართველ მსახიობებს უნგრეთის დასი ჩაანაცვლებს, საფესტივალო კლუბი Take Five კვლავ უნგრეთიდან მოწვეულ „მოცეკვავე გრაფიტებს“ - BANDART Productions-ს უმასპინძლებს.
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
ბათუმში თეატრალური კვირეული დაიწყო, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.
ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band
16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარისტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტულიპოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
კომენტარი