სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გელბახიანად ქცეული გელაშვილი და მისთვის 2500 წელს შეწყვეტილი უფლებამოსილება

ბერას გამოსვლის შემდეგ ტრიბუნას ივანიშვილი მიუახლოვდა, რომელმაც საუბარი შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებით დაიწყო.

„გორის მაჟორიტარი „დეპუტატელი“ იქნება სოსო ვახტანგაშვილი, ხაშურში გვეყოლება ვალერი გელბახიანი, ცნობილი ბიზნესმენი“.

ხოლო როცა ბიძინას შეცდომაზე მიუთითეს მან განაცხადა:

„ბატონო?.. გელბახიანი გახლდათ საჩხერელი კაცი და აი, საჩხერე მაინც რას მიშვება. ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ვალერი გელაშვილი. გელაშვილი ორგზის პარლამენტის წევრი გახლდათ. ბოლო პარლამენტიდან 2500 წელს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა...“

ივანიშვილმა 2500 წელს უფლებამოსილება შეწყვეტილ გელაშვილზე საუბარი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „ეს არის ძალიან მაგარი, ძალიან მებრძოლი, ძალიან გაუტეხელი კაცი...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100